გასართობი
10 February
„უცნაური ამბების“ ანიმაციური სპინ-ოფი „85 წლის ზღაპრები“: პირველი თრეილერი და „დაკარგული სეზონის“ დეტალები
Netflix-მა გამოუშვა ანიმაციური სპინ-ოფის, „უცნაური ამბების: 85 წლის ზღაპრები“ (Stranger Things: Tales From '85) პირველი თრეილერი. სერიალი მოვლენებს „უცნაური ამბების“ მე-2 და მე-3 სეზონებს შორის ასახავს, რაც მას „დაკარგულ სეზონად“ აქცევს. ის ჰოკინსის ზამთრის გარემოში ვითარდება, გმირებს აქამდე უცნობი საშიშროებები ელით, ხოლო მისი ტონი ნაკლებად ბნელი და უფრო ინტიმურია. პრემიერა Netflix-ზე 23 აპრილს შედგება.