კინო და ტელევიზია
06 February
„ცდუნება“: HBO Max-ის სერიალი, რომელიც „სახიფათო კავშირების“ ისტორიას ახლებურად მოგვითხრობს
HBO Max-ის ფრანგულენოვანი ექვსნაწილიანი თრილერი „ცდუნება“ (Merteuil) პიერ შოდერლო დე ლაკლოსის „სახიფათო კავშირების“ პრიკველი და ახალი ინტერპრეტაციაა. სერიალი იკვლევს ძალაუფლების მოპოვების ფასს მე-18 საუკუნის პარიზის მაღალ საზოგადოებაში, სადაც იზაბელ დასონვილი, ღალატის მსხვერპლი, მანიპულაციისა და შურისძიების გზით მარკიზა დე მერტეილად გარდაიქმნება. ეს ეროტიკული თრილერი სექსს სიუჟეტის მამოძრავებელ ძალად აქცევს და გვიჩვენებს ქალის დაუნდობელ ბრძოლას გადარჩენისა და აღმასვლისთვის.