ზაკ კრეგერი Sony-სთვის ახალ „რეზიდენტ ივლს“ გადაიღებს, გამოსვლის თარიღი ცნობილია
ზაკ კრეგერი, ფილმების „ბარბაროსი“ და „იარაღი“ სცენარისტი/რეჟისორი, Sony-სთვის ახალ „რეზიდენტ ივლს“ იღებს, რომლის პრემიერა 2026 წლის 18 სექტემბერსაა დაგეგმილი. კრეგერის თქმით, ფილმი „რეზიდენტ ივილის“ ვიდეო თამაშების „ლორს“ დაემორჩილება, თუმცა პერსონაჟები ახლები იქნებიან. გადაღებები პრაღაში, Raccoon City-ის გარემოცვაში უკვე დასრულდა და პროექტი პოსტ-პროდუქციის ფაზაშია. პროდიუსერი როი ლი ამბობს, რომ კრეგერი „უწყვეტი მოქმედების ატრაქციონს“ გვთავაზობს. მთავარ როლს ოსტინ აბრამსი ასრულებს.