კინო სიახლეები
10 February
ჰორორ ფილმის In a Violent Nature 2-ის მოქმედება ზაფხულის ბანაკში განვითარდება
კრის ნეშის ჰორორ ფილმმა In a Violent Nature, რომელმაც უნიკალური სლეშერის მიდგომით მიიპყრო ყურადღება, წარმატებული დებიუტის შემდეგ გაგრძელება მიიღო. IFC Films-მა და Shudder-მა გასულ სექტემბერში დაიწყეს მეორე ნაწილის გადაღებები. Variety-ის ინფორმაციით, In a Violent Nature 2-ის მოქმედება ზაფხულის ბანაკში განვითარდება, სადაც ჯონი ახალ მსხვერპლებს შეხვდება.