ერინ დოერტი და ჯეიმს მაკევოი ზებუნებრივ დრამა „რწმენაში“
Variety-ის ცნობით, ერინ დოერტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „მოზარდობაში“ შესრულებული როლისთვის პრაიმტაიმის ემი და ოქროს გლობუსი მოიგო, ჯეიმს მაკევოისთან ერთად ზებუნებრივ დრამა „რწმენაში“ ითამაშებს. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი პოლ ენდრიუ უილიამსია. გადაღებები უკვე დაწყებულია დიდ ბრიტანეთში. „რწმენა“ მოგვითხრობს ჯინას, შრომისმოყვარე მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც იდუმალ უცნობს, მაიკლს ხვდება. მოგვიანებით ირკვევა მაიკლის არაჩვეულებრივი ნამდვილი ვინაობა, რაც ჯინას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.