თამაშები
02 March
ონლაინ თამაში King of Meat გაშვებიდან ექვს თვეში იხურება
ონლაინ კოოპერატიული თამაში King of Meat, Amazon Game Studios-სა და Glowmade-ის ერთობლივი პროექტი, გაშვებიდან სულ რაღაც ექვს თვეში იხურება. მოთამაშეებს შეეძლებათ თამაში 2026 წლის 9 აპრილამდე, რის შემდეგაც სერვერები სამუდამოდ გაითიშება. გადაწყვეტილება თამაშის დაბალმა აუდიტორიამ და საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობამ განაპირობა. შეძენილი თამაშის თანხა ავტომატურად დაუბრუნდება მყიდველებს შესაბამისი პლატფორმების მეშვეობით.