სერიალები
30 January
Netflix-ი ვებტუნ „Viral Hit“-ის ლაივ-ექშენ ადაპტაციას 28 მაისს გამოუშვებს
Netflix Japan-მა განაცხადა, რომ Taejun Pak-ისა და Junghyun Kim-ის პოპულარული ვებტუნი „Viral Hit“ ლაივ-ექშენ სერიალის სახით გამოვა. სერიალი მოგვითხრობს სკოლაში დაჩაგრულ მოსწავლეზე, რომელიც იწყებს თავისი მჩაგვრელების დამარცხებას ვიდეოებით, რაც მას ეხმარება საბრძოლო უნარების დახვეწაში და ცხოვრების შეცვლაში. გლობალური პრემიერა 28 მაისს შედგება, რეჟისორია ჰიდეკი ტაკეუჩი, სცენარის ავტორი - იუიჩი ტოკუნაგა.