მეთიუ მაკფადიენი რეიჩელ ვაისთან ერთად ფსიქოლოგიურ თრილერში
მსახიობი მეთიუ მაკფადიენი შეუერთდა რეიჩელ ვაისს ტომას ალფრედსონის ფსიქოლოგიური თრილერის, „სეანსი სველ ნაშუადღევს“ (Seance on a Wet Afternoon), ადაპტაციის მსახიობთა გუნდს. ფილმი, რომელიც მარკ მაკშეინის 1961 წლის რომანზეა დაფუძნებული, მოგვითხრობს დიასახლისის, მაირა სევიჯის შესახებ, რომელიც მედიუმად იქცევა და კარიერის დასამკვიდრებლად შვილს იტაცებს. მაკფადიენი მაირას ქმრის, ბილის როლს შეასრულებს, ვაისი კი მაირას განასახიერებს. გადაღებები დიდ ბრიტანეთში დაიწყო.