სემუელ ლ. ჯექსონი ტეილორ შერიდანის სამყაროს ახალ სერიალში – „ფრისკო კინგი“, „თულსა კინგის“ სპინოფი
Paramount+-მა დაადასტურა, რომ „თულსა კინგის“ სპინოფში, რომელსაც თავდაპირველად „NOLA King“ ერქვა, ახლა კი „Frisco King“ ჰქვია, მთავარ როლს სემუელ ლ. ჯექსონი შეასრულებს. ტეილორ შერიდანი თავად დაწერს სცენარს რვავე ეპიზოდისთვის. სერიალის წარმოება 2026 წლის მარტში ფორტ-უორტში, ტეხასის შტატში დაიწყება.