კინო
04 February
ჯენიფერ ესპოზიტო: მსახიობი სარეჟისორო დებიუტის დასაფინანსებლად იძულებულია სახლი დატოვოს
მსახიობი ჯენიფერ ესპოზიტო სარეჟისორო დებიუტის, „Fresh Kills“-ის, დასაფინანსებლად იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეგირავებინა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ის ემოციურად საუბრობს ამ რთულ გადაწყვეტილებაზე და ადამიანურ წესიერებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, შემოსავალმა ბიუჯეტი ვერ დაფარა. კოლეგებმა, დებრა მესინგმა და დონ ჩიდლმა, მსახიობს მხარდაჭერა გამოუცხადეს.