კინო
06 February
BLUELOCK-ის ლაივ-ექშენ ფილმის მსახიობთა შემადგენლობას სამი ახალი სახელი შეემატა
მუნეიუკი კანეშიროსა და იუსუკე ნომურას საფეხბურთო მანგა BLUELOCK-ის მიხედვით შექმნილი ლაივ-ექშენ ფილმის ოფიციალურმა X/Twitter გვერდმა ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს სამი ახალი მსახიობის ვინაობა გაასაჯაროვა. შუნია ასანო ვატარუ კუონის როლს შეასრულებს, იუკი საკურაი – იუდაი იმამურას, ხოლო იუკი კურა – რიოსუკე კირას. ფილმის პრემიერა იაპონიაში 2026 წლის ზაფხულში შედგება.