გართობა
07 February
Dragon Quest-ის შემქმნელის, იუჯი ჰორიის ცხოვრება საგანმანათლებლო მანგად გამოიცემა
იაპონურმა გამომცემლობა Shogakukan-მა განაცხადა, რომ გამოსცემს საგანმანათლებლო მანგას, რომელიც ეფუძნება Dragon Quest-ის შემქმნელის, იუჯი ჰორიის ცხოვრებას. წიგნი, სახელწოდებით „ახალი საგანმანათლებლო მანგა-ბიოგრაფია: იუჯი ჰორიი, Dragon Quest-ის მამა“, შეისწავლის მის გზას მანგის მოყვარული ბავშვობიდან თამაშების შემოქმედამდე. მანგა 24 თებერვალს გამოვა.