გასართობი
18 February
ვინ წარმოიდგენდა, რომ ბოლო სიტყვა კატას ეკუთვნოდა?
სერიალ „მომატყუე“ (Tell Me Lies) ფინალმა მაყურებელი მოულოდნელი ბოლო დიალოგით გააოცა, რომელიც არც მთავარ გმირებს, ლუსისა და სტივენს, ეკუთვნოდათ. როგორც სერიალის შემქმნელმა, მეგან ოპენჰაიმერმა, The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში აღნიშნა, ბოლო ხმა კატის კნავილი იყო. ოპენჰაიმერის თქმით, ეს განზრახული იყო და კატის ყოფნა მის ყველა სერიალში მკაცრი წესია. მან ასევე განმარტა, რომ კატის ფინალური გამოჩენა სიმბოლურად აღნიშნავს ლუსის გათავისუფლებას სტივენთან ტოქსიკური ურთიერთობიდან.