კინო
11 February
ნიკ ჯონასი ახალ სამოქმედო თრილერში „ბოდიმენი“ მთავარ როლს შეასრულებს
მსახიობი და მომღერალი ნიკ ჯონასი ახალ სამოქმედო თრილერში „ბოდიმენი“ მთავარ როლს შეასრულებს, რომლის რეჟისორიც გერი ფლედერ იქნება. ფილმის გადაღებები 2026 წლის ივნისში დაიწყება. „ბოდიმენი“ მოგვითხრობს პირად მცველზე, რომელიც მოულოდნელად მილიარდერის კერძო სამხედრო კომპანიის მემკვიდრე ხდება, რასაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა და გადარჩენის სირთულეები მოჰყვება. ჯონასის მომავალ პროექტებში ასევე შედის „კემპ როკის“ ახალი ფილმი და KISS-ის ფრონტმენის, პოლ სტენლის როლი ბიოგრაფიულ ფილმში.