კინო
14 February
Detroit Red Wings - გუნდი, რომელმაც ჯეისონ ვურჰისის საკულტო ნიღაბი შთააგონა
საკულტო ჰოკეის ნიღაბი, რომელიც ჯეისონ ვურჰისის სიმბოლოდ იქცა, ფილმ „პარასკევი 13-ის“ მხოლოდ მესამე ნაწილში გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად ის ხუმარა პერსონაჟის, შელის, რეკვიზიტი იყო. ნიღბის გამოყენება რეჟისორ სტივ მაინერის ბოლო წუთის გადაწყვეტილება გახლდათ, რაზეც გავლენა იქონია 3D ეფექტების ზედამხედველმა მარტინ სადოფმა, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში არცთუ წარმატებული ჰოკეის გუნდის, Detroit Red Wings-ის, გულშემატკივარი იყო. მას შემდეგ, რაც ჯეისონმა ნიღაბი თავისთვის დაიტოვა, ის საშინელებ