ემა მაკისა და ნენსი მეიერსის ახალი რომანტიკული კომედია Warner Bros-ში გადავიდა
„სექსუალური განათლების“ ვარსკვლავმა ემა მაკიმ რეჟისორ ნენსი მეიერსის ახალ რომანტიკულ კომედიაში მიიღო როლი, რომლის პრემიერა 2027 წლის შობასაა დაგეგმილი. ფილმი თავდაპირველად Netflix-ში მუშავდებოდა, მაგრამ ბიუჯეტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო პროექტი Warner Bros Pictures-მა გადაიბარა. მსახიობთა გუნდში არიან პენელოპე კრუზი, ჯუდ ლოუ, კირან კალკინი და ოუენ უილსონი.