კინო
19 February
„გუნიების“ ვარსკვლავები კი ჰუი ქუანი და ჯეფ ქოენი წლების შემდეგ კვლავ ერთად გაერთიანდნენ
1985 წლის საკულტო სათავგადასავლო ფილმ „გუნიების“ ვარსკვლავები, დატასა და ჩანკის როლის შემსრულებლები, კი ჰუი ქუანი და ჯეფ ქოენი, მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე, წითელ ხალიჩაზე გაერთიანდნენ. მსახიობები ერთმანეთს 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ შეხვდნენ. ქუანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სწორედ ქოენმა მოაგვარა მისი კონტრაქტის დეტალები ოსკაროსანი ფილმისთვის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“.