ჰიუ ჯეკმანის რეკორდსმენი ფილმი „სონგ სანგ ბლუ“ სტრიმინგ პლატფორმაზე გამოდის
ჰიუ ჯეკმანის რეკორდსმენი ფილმი „სონგ სანგ ბლუ“ ძალიან მალე სტრიმინგ პლატფორმაზე გამოვა. ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მაიკ და კლერ სარდინების რეალურ სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს, კრიტიკოსებმაც და მაყურებელმაც აღიარეს და ჯეკმანის ფილმებს შორის სარეკორდო მაჩვენებლები დააფიქსირა. ქეით ჰადსონმა ამ როლისთვის ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ფილმი Peacock-ზე 2026 წლის 13 თებერვალს გამოვა, ვალენტინობის დღისა და ოსკარების ცერემონიალის წინ, რაც ახალ აუდიტორიას მისცემს შანსს, ნახოს ეს ემოციური ისტორია.