სერიალები
16 February
"Universal Basic Guys" არ გაუქმებულა: სერიალი მესამე სეზონით განახლდა
FOX-ის ანიმაციური კომედიური სერიალი "Universal Basic Guys" მესამე სეზონით განახლდა, რომელიც 2026-27 წლებში გამოვა. სერიალი, რომელშიც მთავარ როლებს ადამ მალამუტი, კრეიგ მალამუტი, ტალია ჟენევიევი, ფრედ არმისენი და ელი მაკი ასრულებენ, მოგვითხრობს ძმებზე, რომლებიც სამსახურს AI-რობოტების გამო კარგავენ და საბაზისო შემოსავლის პროგრამაში ერთვებიან. სერიალის პირველი სეზონის რეიტინგები ფეხბურთის ტრანსლაციების გამო არასტაბილური იყო, ამიტომ მეორე სეზონის რეიტინგებზე სპორტის გავლენა კვლავ გაურკვეველია.