„ადამიანი ობობა: ობობასამყაროს მიღმა“ - პირველი სიუჟეტური დეტალები და დაგვიანების მიზეზი
Sony-ს დიდი ხნის ნანატრი ანიმაციური ტრიკველის, „ადამიანი ობობა: ობობასამყაროს მიღმა“ (Spider-Man: Beyond the Spider-Verse), პირველი სიუჟეტური დეტალები გამოქვეყნდა. ფილმის გამოსვლა 2027 წლის ივნისამდე გადაიდო, რისი მიზეზიც, როგორც სცენარისტებმა და პროდიუსერებმა ფილ ლორდმა და კრისტოფერ მილერმა განაცხადეს, ნარატივის რესტრუქტურიზაცია გახდა. სიუჟეტის ცენტრში მაილს მორალესის და მისი მშობლების ურთიერთობა იქნება, ასევე მაილსის შინაგანი ბრძოლა საკუთარ მოვალეობებთან. ფინალი გვპირდება დაძაბულ მოქმედებას, პ