კინო და ტელევიზია
24 February
უაინონა რაიდერი და ტიმ ბარტონი კვლავ ერთად: მსახიობი „ოთხშაბათის“ მესამე სეზონს შეუერთდება
უაინონა რაიდერი „ოთხშაბათის“ მესამე სეზონის ქასთს შეუერთდება, რითაც ის კვლავ გააერთიანებს ძალებს რეჟისორ ტიმ ბარტონთან, რომელთანაც წარსულში მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის საკულტო „ბითლჯუსი“ და „მაკრატელფეხება ედვარდი“. რაიდერი სერიალში „ტაბიტას“ როლს შეასრულებს, რაც გულშემატკივრებში დიდ მოლოდინს ბადებს, შეძლებენ თუ არა ვარსკვლავები ძველი მაგიის აღდგენას.