ანიმე
13 February
ანიმე „მარცხენა ხელა ერენი“ პერსონაჟების ახალ ვიზუალებსა და პრემიერის თარიღს აცხადებს
კაპისა და ნიფუნის მანგის „ჰიდარიკიკი ნო ერენი“-ს (მარცხენა ხელა ერენი) სატელევიზიო ანიმე ადაპტაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ხუთი პერსონაჟის ახალი ვიზუალური მასალა და ანიმეს 7 აპრილის პრემიერის თარიღი გამოაქვეყნა. ანიმე TV Tokyo-სა და მის შვილობილ არხებზე გავა ეთერში. სერიალის პირველი სამი ეპიზოდის შეზღუდული, ერთკვირიანი ჩვენება იაპონურ კინოთეატრებში 27 მარტს დაიწყება. სერიალის რეჟისორია ტოშიმასა სუზუკი Production I.G-სა და Signal.MD-ში.