სერიალები
10 February
The Artful Dodger-ის მე-2 სეზონი ტრიუმფით ბრუნდება: Rotten Tomatoes-ზე 100%-იანი შეფასება
Hulu-სა და Disney+-ის წარმატებული ისტორიული კრიმინალური დრამა „მარჯვე დოჯერი“ (The Artful Dodger) მეორე სეზონით დაბრუნდა და კრიტიკოსებისგან იშვიათი, 100%-იანი შეფასება მიიღო Rotten Tomatoes-ზე. ახალი სეზონი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია, ჯეკ დოუკინსის თავგადასავლებს აგრძელებს ავსტრალიის ციხის კოლონია პორტ როიალში, სადაც მას ახალი გამოწვევები და დამაინტრიგებელი სიუჟეტი ელის.