მოდა
30 January
„ბარბი-ქორის“ დასასრული, „ბრონტე-ქორის“ დასაწყისი: Dior-ისა და Chanel-ის ახალი კუტიურული ეპოქები, Auter-ის ტრიუმფი Sundance-ზე
მოდაში „ბარბი-ქორის“ ეპოქა დასრულდა და „ბრონტე-ქორის“ ერა დაიწყო. მარგო რობი ფილმ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ პრეს-ტურზე უკვე გვევლინება ავანგარდული და თამამი „ბრონტე-ქორ“ სტილის სამოსით. ამასობაში, Dior-სა და Chanel-ში ახალი კუტიურული ეპოქები იწყება, ხოლო სტილისტ რობ ზანგარდის ბრენდი Auter Sundance-ის კინოფესტივალზე გარე ტანსაცმლის მოდის რბოლის გამარჯვებული ხდება. ბევერლი ჰილზში კი ბრიტანული თანამედროვე ბრენდი Me+Em იხსნება.