სერიალები
30 January
Prime Video-ზე „Sex Criminals“ მოდის: კუმაილ ნანჯიანი საკულტო კომიქსის ეკრანიზაციას შექმნის
Prime Video-ს სტრიმინგ პლატფორმის ბიბლიოთეკას ემატება კიდევ ერთი ზრდასრულთა რეიტინგის მქონე კომიქსის ადაპტაცია. ცნობილი გახდა, რომ MCU-ს ვარსკვლავი კუმაილ ნანჯიანი და ემილი ვ. გორდონი Amazon-ისთვის მეთ ფრაქშენისა და ჩიპ ზდარსკის კომიქსის, „Sex Criminals“-ის, სატელევიზიო ადაპტაციას შექმნიან. რვა ეპიზოდიანი სერიალი მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც ბანკებს ძარცვავს მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს, რომ სექსის დროს შეუძლია დროის შეჩერება. ნანჯიანი სერიალში მცირე როლით გამოჩნდება.