"CBS News"-ში თანამშრომელთა 15%-მდე შემცირება იგეგმება
"CBS News"-ში თანამშრომელთა მასშტაბური შემცირება იგეგმება, რადგან მენეჯმენტი, სავარაუდოდ, პერსონალის მინიმუმ 15%-ის დათხოვნას განიხილავს. გათავისუფლებების ზუსტი დრო და მოცულობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ისინი მარტიდან მაისამდე პერიოდშია მოსალოდნელი. ეს იქნება მეორე ტალღა კომპანიის შერწყმის შემდეგ, თუმცა პირველი, რომელსაც სრულად უხელმძღვანელებს აღმასრულებელი დირექტორი ვენდი ვაისი. ვაისმა განაცხადა, რომ სურს "CBS News" გახდეს „21-ე საუკუნის შესაბამისი“, რაც თანამშრომელთა შემცირებასაც მოიცავს. უკვე