კინო
27 February
ტომ კრუზის „მისია: შეუძლებელია – მკვდარი ანგარიში“ უკვე Netflix-ზეა
Paramount Pictures-ის 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერი, „მისია: შეუძლებელია – მკვდარი ანგარიში“ (Mission: Impossible – Dead Reckoning) უკვე ხელმისაწვდომია Netflix-ის გამომწერებისთვის. ფილმმა Rotten Tomatoes-ზე კრიტიკოსებისგან 96%-იანი „Certified Fresh“ რეიტინგი დაიმსახურა, თუმცა სალაროებში მოლოდინები ვერ გაამართლა, რადგან მისი დებიუტი „ბარბისა“ და „ოპენჰაიმერის“ გამოსვლას დაემთხვა.