„პადინგტონ 2“ – „შედევრი“, რომელიც პედრო პასკალსა და ნიკ ქეიჯს უყვართ, HBO Max-ზე გამოვა
კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფილმი „პადინგტონ 2“, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები პედრო პასკალი და ნიკ ქეიჯი „ადამიანის უკეთესობისკენ შეცვლის“ უნარის მქონე შედევრად მიიჩნევენ, 1 თებერვალს HBO Max-ზე გამოვა. ფილმი Rotten Tomatoes-ზე 99%-იანი შეფასებით ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ ნამუშევრად ითვლება და ბრიტანელ ვარსკვლავთა მთელ პლეადას აერთიანებს.