კულტურა/გართობა
10 February
„პრაქტიკული მაგია“ მიუზიკლად იქცევა – მუსიკაზე ნორა ჯონსი და გრეგ უოტენბერგი იმუშავებენ
1998 წლის კულტური ფილმი „პრაქტიკული მაგია“ მუსიკალურ ადაპტაციად იქცევა. Deadline-ის ცნობით, მიუზიკლის მუსიკალურ ნაწილზე გრემიზე ნომინირებული მომღერალი ნორა ჯონსი და კომპოზიტორი გრეგ უოტენბერგი იმუშავებენ, ხოლო წიგნს ორიგინალური რომანის ავტორი, ელის ჰოფმანი, პიტერ დუჩანთან ერთად დაწერს. ასევე, ფილმის გაგრძელებაც შემოდგომაზე გამოვა.