Marvel's Spider-Man 3: გაჟონილი კონცეპტუალური არტი მწვანე გობლინის შესაძლო დიზაინს აჩვენებს
მიუხედავად იმისა, რომ Insomniac Games-ს Marvel's Spider-Man 3 ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის შექმნა უკვე დაწყებულია. 2023 წლის ჰაკერული შეტევის შედეგად გაჟონილ დოკუმენტებში გამოჩნდა კონცეპტუალური არტი, რომელიც მწვანე გობლინის შესაძლო ვიზუალს წარმოგვიდგენს, რამაც ფანებში ცხარე დისკუსია გამოიწვია.