ჯეისონ ბეიტმენი თავისი 'უცნაური' სკოლის შესახებ – გაკვეთილები ავტობუსში და მასაჟი, როგორც საგანი
მსახიობმა ჯეისონ ბეიტმენმა, ცნობილმა სერიალიდან „ოზარკი“, Jimmy Kimmel Live-ზე სტუმრობისას ისაუბრა თავის უჩვეულო სასკოლო გამოცდილებაზე. მისი თქმით, სკოლაში, სადაც მხოლოდ 20 მოსწავლე იყო, გაკვეთილები ტარდებოდა გადაკეთებულ ავტობუსში, სასწავლო პროგრამაში შედიოდა მასაჟი, როგორც არჩევითი საგანი, ხოლო თითოეულ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხებოდა.