„პერ-სი ჯექსონი და ოლიმპოელები“: მესამე სეზონის ქასთს ჰერა, დემეტრე, აპოლონი და ატლასი ემატებიან
სერიალმა „პერ-სი ჯექსონი და ოლიმპოელები“ მესამე სეზონის ახალი მსახიობები გამოაცხადა, რომლის პრემიერა 2026 წელს შედგება. მინგ-ნა ვენი ჰერას, ჯენიფერ ბილსი დემეტრეს, ხოლო ჰუბერტ სმიელეცკი აპოლონის როლს შეასრულებენ. ჰოლტ მაკკალანი სეზონის მთავარ ბოროტმოქმედ ატლასს განასახიერებს, ასევე როლებზე დამტკიცდნენ ჯესი ლ. მარტინი და დევიდ კოსტაბილი. სერიალი „ტიტანის წყევლას“ (The Titan’s Curse) ადაპტირებს და გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს.