კინო
03 February
"სქრიმი 7"-ის ადრეული ჩვენება: Paramount Pictures დეტალებს აქვეყნებს
Paramount Pictures-მა ჰორორ ფილმ "სქრიმი 7"-ის სპეციალური ფან-ჩვენების თარიღი გამოაცხადა. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ფილმი ოფიციალურ პრემიერამდე, 2026 წლის 27 თებერვლამდე ერთი დღით ადრე, 26 თებერვალს იხილოს. ბილეთების გაყიდვა 9 თებერვალს დაიწყება, ადრეული ჩვენების სტუმრები კი ექსკლუზიურ კონტენტს და საკოლექციო ნივთებს მიიღებენ.