გილერმო დელ ტორო კაზუო იშიგუროს „დამარხულ გიგანტს“ Stop-Motion ანიმაციით გადაიღებს
ცნობილი კინორეჟისორი გილერმო დელ ტორო, რომლის ფილმებიც ხშირად აერთიანებს საშინელებათა და ფენტეზის ჟანრებს, მუშაობს ახალ პროექტზე. ის ნობელის პრემიის ლაურეატის, კაზუო იშიგუროს ისტორიულ ფენტეზის რომანს, „დამარხულ გიგანტს“ (The Buried Giant) გააცოცხლებს Stop-Motion ანიმაციის ფორმატით. ეს ფილმი, რომელიც Netflix-ისთვის იქმნება, თემატურად ეხმიანება დელ ტოროს „პინოქიოს“ და შეისწავლის ომის, კოლექტიური ტრავმისა და მეხსიერების დაკარგვის მტკივნეულ თემებს.