მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი - მისი ძმისშვილი ჯააფარ ჯექსონი
მაიკლ ჯექსონის ცხოვრების შესახებ ახალ ბიოგრაფიულ ფილმში, სახელწოდებით „მაიკლ“, ლეგენდარული „პოპის მეფის“ როლს მისი ძმისშვილი, ჯააფარ ჯექსონი შეასრულებს. Lionsgate-ისა და რეჟისორ ანტუან ფუკუას ნამუშევარი ეკრანებზე 2026 წლის 24 აპრილს გამოვა. ჯააფარის, რომელსაც აქამდე სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონია, არჩევანი მაიკლ ჯექსონის ოჯახის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ოჯახი, კერძოდ კი მაიკლის დედა, კეტრინ ჯექსონი, აცხადებს, რომ ჯააფარი განასახიერებს მის შვილს და ღირსეულად გააგრძელებს ჯექსონების საოჯახ