DCU-ის „სუპერგოგონას“ კომპოზიტორი შეეცვალა – რამინ ჯავადის ნაცვლად Junkie XL იმუშავებს
DC Studios-ისა და Warner Bros. Pictures-ის ფილმ „სუპერგოგონას“ კომპოზიტორი შეეცვალა. თავდაპირველად რამინ ჯავადი იყო შერჩეული, თუმცა ახლა უკვე დადასტურდა, რომ მუსიკას Junkie XL (ტომ ჰოლკენბორგი) შექმნის. ფილმი, რომელშიც მილი ალკოკი სუპერგოგონას როლს შეასრულებს, 2026 წლის 26 ივნისს გამოვა.