კინო სიახლეები
06 February
„დოქტორ კალიგარის კაბინეტი“ – მაიკლ შენონი მდუმარე საშინელებათა კლასიკის ახალ ადაპტაციაში ითამაშებს
ოსკარის ნომინანტი მაიკლ შენონი ითამაშებს გერმანული ექსპრესიონისტული საშინელებათა კლასიკის, „დოქტორ კალიგარის კაბინეტის“ თანამედროვე ადაპტაციაში, სახელწოდებით „დოქტორ კალიგარის საოცრებათა კაბინეტი“. ფილმის რეჟისორი ჯონ ერიკ დაუდლი იქნება, ხოლო გადაღებები ივნისში დაიწყება. შენონი ტიტულოვან ბოროტმოქმედს განასახიერებს – მოგზაურ მეზმერიზმის ოსტატს, რომელიც მკვლელობების კვალს ტოვებს.