კინო სიახლეები
17 February
ოლივერ ლაქსი თავის მომავალ „ამბიციურ და ჰიპნოზურ“ პროექტზე საუბრობს
კანის კინოფესტივალის პრიზიორისა და ოსკარზე ნომინირებული ფილმის „სირატის“ რეჟისორი ოლივერ ლაქსი თავის მომავალ ნამუშევარზე საუბრობს. მისი თქმით, ეს პროექტი „ფსონის გაორმაგება“ იქნება – „სიმფონია“, რომელიც გამოსახულებასა და ხმაზე გააკეთებს აქცენტს, მაყურებელს კი „კათარზისის“ განცდას შესთავაზებს. „სირატმა“ რეჟისორს დიდი აღიარება მოუტანა, რამაც ლაქსს ახალი, უფრო თამამი ექსპერიმენტებისკენ უბიძგა.