გასართობი
27 February
ანიმაციური სერიალი „მომღიმარი მეგობრები“ დასრულდება – შემქმნელები გადაღლას ასახელებენ
Adult Swim-ის პოპულარული ანიმაციური სერიალი „მომღიმარი მეგობრები“ (Smiling Friends) მთავრდება. შემქმნელებმა, ზაკ ჰადელმა და მაიკლ კუსაკმა, განაცხადეს, რომ ორი დასრულებული ეპიზოდის შემდეგ სერიალი აღარ გაგრძელდება. გადაწყვეტილება მათ მიიღეს გადაღლისა და პროექტის დასრულების განცდის გამო, და არა ტელეარხის მოთხოვნით. ბოლო ეპიზოდები 2026 წლის 12 აპრილს გავა ეთერში.