ნედ სტარკი ბრუნდება: „სამეფო კარის თამაშების“ ახალი სპექტაკლი „შეშლილი მეფე“ ზაფხულში შედგება
ჯორჯ რ.რ. მარტინის სამყაროდან შექმნილი ახალი თეატრალური დადგმა „სამეფო კარის თამაშები: შეშლილი მეფე“ ზაფხულში სამეფო შექსპირის თეატრში პრემიერას გამართავს. სპექტაკლი, რომელიც ორიგინალურ სერიალამდე 15 წლით ადრე ვითარდება და რობერტის აჯანყების მოვლენებს აღწერს, მაყურებელს ნედ სტარკს, რობერტ ბარათეონს, ჯეიმი ლანისტერსა და ლიანა სტარკს ახალგაზრდობაში წარუდგენს.