ანიმე სიახლეები
04 February
Re:Zero-ს შემქმნელი: სერია 12-წლიანი გამოცემის შემდეგ ნახევრად დასრულებულია
12-წლიანი გამოცემის შემდეგ, Re:Zero-ს შემქმნელმა, ტაპეი ნაგაცუკიმ, დაადასტურა, რომ სერია ოფიციალურად ნახევრად დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ის ასევე კარგი ნიშანია იმისა, რომ სუბარუსა და მისი მეგობრების თავგადასავლები მალე არ დასრულდება. ნაგაცუკიმ ეს ინფორმაცია X-ზე გამოაქვეყნა, სადაც ასევე დაადასტურა მეათე სიუჟეტური არკის დაწყება.