ტელესერიალები
02 March
ეშლი ტისდეილი CBS-ის ახალ კომედიაში „ორჯერ მხოლოდ ახალგაზრდა ხარ“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
CBS Studios-ი ახალ მრავალკამერიან კომედიურ სერიალს „ორჯერ მხოლოდ ახალგაზრდა ხარ“ ამზადებს, რომელშიც მთავარ როლზე ეშლი ტისდეილი განიხილება. სერიალი, რომლის სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერი ტომი ჯონაგინია, მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც შვილის კოლეჯში წასვლის შემდეგ განქორწინებას და ცხოვრების თავიდან დაწყებას გადაწყვეტს.