საერთაშორისო
04 February
საფრანგეთში მამაკაცმა საავადმყოფოს ევაკუაცია გამოიწვია: რექტუმში პირველი მსოფლიო ომის ჭურვი აღმოაჩინეს
საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში, 24 წლის მამაკაცი საავადმყოფოში პირველი მსოფლიო ომის ცოცხალი საარტილერიო ჭურვით მივიდა, რამაც დაწესებულების ევაკუაცია გამოიწვია. აღმოჩენის შემდეგ, გამნაღმველები გამოიძახეს, რადგან ჭურვი აუფეთქებელი იყო. პოლიცია საქმეს იძიებს, პროკურატურა კი შესაძლო სამართლებრივ ზომებზე მსჯელობს. მსგავსი ინციდენტი საფრანგეთში 2022 წელსაც დაფიქსირდა.