კინო და ტელევიზია
30 January
„God of War“-ის ლაივ-ექშენ სერიალის მსახიობებს მანდი პატინკინი და ულაფურ დარი ულაფსონი შეუერთდნენ
Prime Video-ს მომავალ „God of War“-ის ლაივ-ექშენ სერიალის სამსახიობო გუნდს ორი ახალი წევრი, მანდი პატინკინი (ოდინის როლში) და ულაფურ დარი ულაფსონი (თორის როლში) დაემატა. სერიალი, რომელიც PlayStation-ის პოპულარულ ვიდეო თამაშზეა დაფუძნებული, ვანკუვერში გადაღებების მოსამზადებელ ეტაპზეა და უკვე დადასტურებულია, რომ მეორე სეზონითაც დაბრუნდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კრატოსს რაიან ჰერსტი, ჰეიმდალს კი მაქს პარკერი განასახიერებენ.