კულტურა
12 February
უსამარუ ფურუია ახალ მანგას „იუმეჯი ეჰონს“ გამოუშვებს
შოგაკუკანის Big Comic Original Zokan ჟურნალის მარტის ნომერმა დაადასტურა, რომ უსამარუ ფურუია 11 აპრილს ახალ მანგას, სახელწოდებით „იუმეჯი ეჰონ“ (სიზმრების ქვეყნის სურათებიანი წიგნი) გამოუშვებს. მოქმედება ტაიშოს ეპოქაში განვითარდება, ხოლო მაისის ნომერში პირველი ორი თავი, 62 გვერდი დაიბეჭდება. ფურუიამ ახალი მანგას გამოშვება იანვარში დააანონსა, რომლის სიუჟეტიც 100 წლის წინანდელ წარსულს ასახავს.