სერიალები
30 January
Prime Video-ს „ომის ღმერთის“ სერიალმა თორის როლზე ოლაფურ დარი ოლაფსონი დაამტკიცა
Prime Video-ს მომავალ სერიალ „ომის ღმერთის“ ქასთს კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი, ოლაფურ დარი ოლაფსონი შეუერთდა. ის ჭექა-ქუხილის ღმერთის, თორის როლს შეასრულებს, რომელიც თამაშებში ნახევრად გიგანტი და ნახევრად ადამიანია, სასტიკი წარსულითა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებით. ეს ამბავი რაიან ჰერსტის კრატოსად დანიშვნის შემდეგ მალევე გავრცელდა. ფანები აღნიშნავენ, რომ ოლაფსონის ფიზიკური მონაცემები თორისას საოცრად ემთხვევა. სერიალი უკვე ორ სეზონზეა შეკვეთილი და სიუჟეტი კრატოსისა და ატრეუსის მამა-შვილურ ურთიერთობ