კინო
07 February
DCU-ის საშინელებათა ფილმის „კლეიფეისის“ პრემიერა ოქტომბრისთვის გადაიდო
Warner Bros.-მა DCU-ის მესამე ფილმის, „კლეიფეისის“ (Clayface), გამოსვლის თარიღი ერთი თვით გადაწია. საშინელებათა ჟანრის სურათი, რომელიც ბეტმენის ბოროტმოქმედზეა დაფუძნებული, კინოთეატრებში 2026 წლის 23 ოქტომბერს გამოვა. ცვლილებამ გავლენა მოახდინა სხვა ფილმების, მათ შორის „პრაქტიკული მაგია 2“-ის, განრიგზეც.