„God of War“-ის სერიალის წარმოება დაიწყო, Prime Video-მ კრატოსისა და ატრეუსის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა
Prime Video-ს დიდი ხნის ნანატრი სერიალის, „God of War“-ის გადაღებები ოფიციალურად დაიწყო. სტრიმინგ სერვისმა კრატოსისა და ატრეუსის როლებში რაიან ჰერსტისა და ქალუმ ვინსონის პირველი ფოტოები გაავრცელა. სერიალი მამა-შვილის, კრატოსისა და ატრეუსის მოგზაურობას მოგვითხრობს, რომლებიც მეუღლის/დედის, ფეის ფერფლს აფანტავენ. პროექტს რონალდ დ. მური უხელმძღვანელებს, ხოლო მსახიობებს მენდი პატინკინი (ოდინი), ედ სკრეინი (ბალდური), მაქს პარკერი (ჰეიმდალი) და ოლაფურ დარი ოლაფსონი (თორი) შეუერთდებიან.