შოუბიზნესი
22 February
„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავები ერიკ დეინს ემშვიდობებიან: „მაკსთიმის“ შემსრულებელი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ერიკ დეინი, რომელიც ცნობილია სერიალ „გრეის ანატომიაში“ დოქტორ მარკ სლოანის, იგივე „მაკსთიმის“ როლით, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. დეინი ALS-თან ბრძოლის შემდეგ ხუთშაბათს, შუადღისას გარდაიცვალა. „გრეის ანატომიის“ ქასთისა და გადამღები ჯგუფის წევრებმა, სერიალის შემქმნელმა შონდა რაიმსმა, ქევინ მაკიდმა, ჯეიმს პიკენს უმცროსმა, ქეით უოლშმა და სხვებმა მსახიობს ემოციური პატივი მიაგეს.