#ქემერონ დიასი

ამ თეგით ნაპოვნია 2 სტატია

კინო 03 February

ჯონა ჰილი ახალი ბნელი კომედიით „აუთქამი“ ბრუნდება – Apple-მა პირველი კადრები გაავრცელა

ჯონა ჰილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბრუნდება ახალი ბნელი კომედიით „აუთქამი“ (Outcome), რომლის შემქმნელი, რეჟისორი, თანასცენარისტი და პროდიუსერი თავად არის. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კიანუ რივზი, ქემერონ დიასი, მეთ ბომერი და ჯონა ჰილი. სიუჟეტი მოგვითხრობს ჰოლივუდის ვარსკვლავზე, რომელიც შანტაჟის მსხვერპლი ხდება და მეგობრების დახმარებით ცდილობს გამომძალველის ვინაობა გამოააშკარავოს. „აუთქამის“ პრემიერა Apple TV-ზე 10 აპრილს არის დაგეგმილი.

კინო, გართობა 30 January

ქემერონ დიასი რომანტიკული კომედიების ჟანრს უბრუნდება

ოქროს გლობუსის ნომინანტი ქემერონ დიასი, 2014 წლის შემდეგ, კვლავ უბრუნდება რომანტიკული კომედიების ჟანრს. მსახიობი მთავარ როლს შეასრულებს Amazon MGM Studios-ის ახალ ფილმში, რომლის რეჟისორი და თანასცენარისტი სტივენ მერჩანტია. მას ასევე ელის მონაწილეობა ისეთ პროექტებში, როგორიცაა Netflix-ის „ცუდი დღე“ (Bad Day), „შრეკი 5“ (Shrek 5) და Apple-ის „შედეგი“ (Outcome).